შერიგება იწყება მოსმენით, აზრების გაცვლით, გრძელდება სიმართლის თქმით... არაფერია გამორიცხული - პრეზიდენტის გზავნილი
"შერიგება არის შედეგი და არა საწყისი ეტაპი, იწყება მოსმენით, აზრების გაცვლით, გრძელდება სიმართლის თქმით" - ასეთია საქართველოს პრეზიდენტის გზავნილი.
ორბელიანების სასახლეში პოლიტიკური პარტიების მიღებაზე სალომე ზურაბიშვილმა პირდაპირ თქვა, რომ ამ პროცესის დაწყებას არ შეიძლება წინ უსწრებდეს რაიმე ფორმის წინაპირობა.
ამ პროცესის დაწყებას არ შეიძლება წინ უსწრებდეს რაიმე ფორმის წინაპირობა. სხვადასხვა მხრიდან, სხვადასხვა წინაპირობები მესმის, ეს ნიშნავს, რომ ეს წინაპირობები უეჭველად ახალ პოლარიზაციას და ახალ დაპირისპირებას წარმოშობს. ეს ნიშნავს, რომ პროცესი ჩიხში შევა. არაფერია გამორიცხული, მაგრამ ყველაფერი პროცესში მოსაგვარებელი და მოსალაპარაკებელია...
შერიგება არის შედეგი და არა საწყისი ეტაპი. იწყება მოსმენით, ერთმანეთის აზრების გაცვლით, გრძელდება სიმართლის თქმით, მით უმეტს, როდესაც წარსულს ეხება, ან აწყმოს, გრძელდება სამართლიანობით და შემდეგ შეიძლება შედგეს შერიგება, რომელსაც მირჩევნია, რომ დავარქვა ეროვნული თანხმობის პროცესი" - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.
მსგავსი სიახლეები
უნდა გაირკვეს, ვინ მოაწერა ხელი ამ ღალატს - ნიკა გვარამია ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის შეტანაზე
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა, რომ მათი ნებართვით ხორციელდება საქართველოს სუვერენული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს რუსული საომარი მანქანისთვის დახმარების გაწევას