სწორი გზავნილები იყო, მომეწონა რაც ზურაბიშვილმა თქვა - ხატია დეკანოიძე

16.12.21 21:34
სწორი გზავნილები იყო, მომეწონა რაც ზურაბიშვილმა თქვა - ხატია დეკანოიძე

მომეწონა რაც ზურაბიშვილმა თქვა, სწორი გხზავნილები იყო - ასე აფასებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი პრეზიდენტის განცხადებას, რომელმაც  შერიგების პროცესი დაწყებულად გამოაცხადა.

კონკრეტულ მოლოდინზე ვერაფერს ვიტყვი, ამას სხვა ქმედება სჭირდება. ვნახოთ, ფრთხილი მოლოდინი მაქვს. მაგრამ ერთი რაც მინდა ვთქვა არის ის, რომ მე მომეწონა რაც სალომე ზურაბიშვილმა თქვა. სწორი გზავნილები იყო'' - აცხადებს დეკანოიძე.

დღეს გამართულ სააახალწლო მიღებაზე შეკრებილ პოლიტიკურ სპექტს სალომე ზურაბიშვილმა ყოვლგვარი პირობის გარეშე პოლარიზაციის დასრულებისკენ მოუწოდა.

მსგავსი სიახლეები