საუბარი, რომ ზურაბიშვილი შეძლებს იმას, რაც ვერ შეძლო აშშ-მ და ევროკავშირმა, ზღაპარია - ჯაფარიძე

17.12.21 11:23
საუბარი, რომ ზურაბიშვილი შეძლებს იმას, რაც ვერ შეძლო აშშ-მ და ევროკავშირმა,  ზღაპარია - ჯაფარიძე

"გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტის შერიგების ინიციატივა უპერსპექტივოა და ის მედიატორობას ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ვერ შეძლებს. 

არანაირი ოპტიმიზმის საფუძველი არ მაქვს ამ რაღაცა ე.წ. შერიგების პროცესთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ  ფორმალურად პრეზიდენტია, მას არ გააჩნია შესაბამისი პოლიტიკური კაპიტალი და  წონა იმისათვის, რომ მართლა რაიმე შერიგების პროცესს მედიატორობა გაუწიოს. საუბარი იმაზე, რომ ზურაბიშვილი შეძლებს იმას, რაც ვერ შეძლო აშშ-მ და ევროკავშირმა, ჩემთვსი უბრალოდ ზღაპარია", - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე. 

შეგახსენებთ, გუშინ პრეზიდენტის სასახლეში ზურაბიშვილმა საზეიმო მიღებაზე ოპოზიციას უმასპინძლა. ღონისძიებაზე ყველა ოპოზიციური პარტია იყო მიწვეული, თუმცა მხოლოდ ლიდერების ერთი ნაწილი მივიდა. 

მსგავსი სიახლეები