ბიბილოვის "სადემარკაციო რუკა" - ოკუპანტები ახალ ტერიტორიებს იტაცებენ

17.12.21 11:17
ბიბილოვის "სადემარკაციო რუკა" - ოკუპანტები ახალ ტერიტორიებს იტაცებენ

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო ბორდერიზაციის პროცესი გრძელდება. "ანტისაოკუპაციო მოძრაობის" ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი  ბიბილოვმა დამატებითი ტერიტორიების მისათვისებლად ახალი გეგმა წარადგინა. ბიბილოვის გეგმაში საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიების მითვისება შედის. 

ჩორჩანა-ჯვარის მონაკვეთზე  ოკუპანტები ახალ მავთულხლართებს ავლებენ. უკანონო ბორდერიზაციის ამსხაველი ფაქტები და კადრები ანტისაოკუპაციო მოძრაობამ გადაიღო, სადაც კარგად ჩანს როგორ ექცევა მახვთუხლართებში ჩვენი ტერიტორიები ამაში კი ხელს საოკუპაციო რეჟიმს ქართული მხარე არ უშლის. "ანტისაოკუპაციო მოძრაობა" პრეზენტაციას ამ წუთებში მართავს.

ბიბილოვმა შექმნა კომისია და 17 ნოემბერს მოხდა გეგმის წარდგენა, რაც გულისხმობს დამატებით 200 კვადრატული კმ-ის ტერიტორიის ოკუპაციას. იმ ტერიტორიის ოკუპაციას, რომელიც 2008 წლის ომის შედეგებად არ შეიძლება განხილულიყო, ეს რუკა მათ შედგენილი აქვთ", - ამბობს ქაცარავა.

მსგავსი სიახლეები