პრემიერის შერჩეული კანდიდატურა ჩემთვისაც მისაღები იქნება - ტიკარაძე

17.12.21 11:32
პრემიერის  შერჩეული კანდიდატურა ჩემთვისაც მისაღები იქნება - ტიკარაძე

ჯანდაცვის გადამდგარი მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, ამბობს, რომ   პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილის  მიერ შერჩეული კანდიდატი მისთვისაც მისაღები იქნება. 

ეკა ტიკარაძე ჯანდაცვასთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებას აქტიურად ესწრება. 

 როგორც კი ინფორმაცია გვექნება, რა თქმა უნდა, გუნდი ერთობლივად გავასაჯაროვებთ. პრემიერი იღებს ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას და შერჩეულ კანდიდატსაც ის დაასახელებს. პრემიერი მიიღებს გადაწყვეტილებას და შესაბამისად, ეს ადამიანი იქნება ჩემთვისაც მისაღები კანიდატურა", - თქვა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ტიკარაძემ თანამდებობა 9 დეკემბერს დატოვა, თუმცა ის კვლავ მინისტრობის მოვალეობას ასრულებს. მის შემცვლელად არჩილ თალაკვაძე სახელდება. 

მსგავსი სიახლეები