აშშ-მ საქართველოში რეგისტრირებულ სამ კომპანიას სანქციები დაუწესა
შეერთებულმა შტატებმა საქართველოში რეგისტრირებულ სამ კომპანიას სანქციები დაუწესა. მიზეზი ქვეყნის საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებია.
შავ სიაში სულ 37 ორგანიზაცია მოხვდა, რომლები თურქეთში, მალაიზიაში, საქართველოსა და ჩინეთში არიან დაფუძნებულები. სანქცირებულ ქართულ კომპანიებს შორის არიან:
- Gensis Engineering;
- ROVSolutions;
- SAEROS Safety ERO Company.
შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში წერია, რომ ეს კომპანიები წარმოადგენენ ქსელის ნაწილს, რომელიც შეერთებული შტატების საექსპორტო კონტროლს წესების დარღვევით, ირანის თავდაცვის მრეწველობისთვის, ამერიკული წარმოების ტექნიკის მიწოდებისთვის გამოიყენება.