თუ ვინმემ პირველმა უნდა გადადგას ნაბიჯი, ეს არის რადიკალური ჯგუფი - ოხანაშვილი შერიგებაზე

17.12.21 14:44
თუ ვინმემ პირველმა უნდა გადადგას ნაბიჯი, ეს არის რადიკალური ჯგუფი - ოხანაშვილი შერიგებაზე

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, პირველი ნაბიჯი შერიგების პროცესის დასაწყებად  რადიკალურმა ჯგუფებმა უნდა გადადგან.

ზოგადი განწყობა ჩვენ ისედაც გვქონდა და გვექნება ასეთი, რომ პოლარიზაცია არ არის მისასალმებელი და ამას ყველამ ერთად წერტილი უნდა დავუსვათ. თუ ვინმემ პირველმა უნდა გადადგას ნაბიჯი, ეს არის ის რადიკალური ჯგუფი, რომელიც რევოლუციურ სცენარებს აანონსებს, მსჯავრდებულის ციხიდან დახსნას აანონსებდა და ა.შ. ჩვენ ორიენტირებული ვართ, მშვიდობიანად და სტაბილურად შევძლოთ თანაცხოვრება “, - თქვა ანრი ოხანაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები