სააკაშვილი ისე სუსტად არის, რომ სასამართლოზე მისვლისგან ჯობია თავი შეიკავოს - გვარამია

17.12.21 16:30
სააკაშვილი ისე სუსტად არის, რომ სასამართლოზე მისვლისგან ჯობია თავი შეიკავოს - გვარამია

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მესამე პრეზიდენტის მდგომაროება არადამაკმაყოფილებელია. გვარამიას თქმით, სააკაშვილი შესაძლოა სასამართლ;ო პროცესს ვერ დაესწროს.  ამის შესახებ გვარამიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან თქვა.  

ვერ ჭამს, 3/4-ზე მეტს საკვებს ვერ ითვისებს. ეს რა თქმა უნდა,  არის ფსიქოლოგიური ტრავმის შედეგი, ის ისე სუსტად არის, რომ ფიქრობს 23-ში სასამართლოში მისვლას, მაგრამ პირადად  ჩემი პოზიცია იყო, რომ ჯობია თავი შეიკავოს, რა მიზანიც არ უნდა ჰქონდეს.  ახლა მის სიცოცხლეზე დიდი მიზანი არ არსებობს", - ამბობს გვარამია. 

 

მსგავსი სიახლეები