გამარჯობა ბატონო ბიძინა, მე ვარ ბატონი მიშა? - თემურ ალასანია ლიდერებს შორის კომუნიკაციას გამორიცხავს

18.12.21 21:10
გამარჯობა ბატონო ბიძინა, მე ვარ ბატონი მიშა? - თემურ ალასანია ლიდერებს შორის კომუნიკაციას გამორიცხავს

ცდილობდა თუ არა მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილთან პირდაპირი კომუნიკაციის დამყარებას? - ნოდარ მელაძის ამ კითხვას პატიმარი პრეზიდენტის ბიძა უარით პასუხობს

თემურ ალასანია ირწმუნება, რომ საქართველოში ჩამოსული მიხეილ სააკაშვილი ოლიგარქს არ დაურეკავდა. 

"დარწმუნებული ვარ, ამის გარანტია შემიძლია მოგცეთ... შეუძლებელ რამეს მეკითხებით"- ამბობს ის და დასძენს, რომ საუბარია ორ განსხვავებულ ფენოტიპზე, რომლებიც სხვადასხვა სიბრტყეზე არსებობენ.

"ვერ ვხედავ საუბრის საგანს. დარეკა იმიტომ რომ ეთქვა - გამარჯობა ბატონო ბიძინა, მე ვარ ბატონი მიშა? ან მე ჩამოვედი და მერე რა?! "- აცხადებს ალასანია და იქვე დასძენს, რომ მესამე პრეზიდენტს რომ სდომოდა, მას ვერ დააკავებდნენ. 

"მან ანახა რამდენიმე მომენტი - ანახა რომ არ არის მშიშარა, ეს ნარატივი საერთოდ მოსპო. მეორე - მან გააქარწყლა ის მოსაზრება, რომ ის ვინმეს ატყუებს. მიშა არასდროს არავის ატყუებს"- დასძინა პრეზიდენტის ბიძამ. 

თემურ ალასანიამ "შაბათის ეთერისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში დისშვილს ურჩია, საზღვარგარეთ მკურნალობას დათანხმდეს და დროული სამედიცინო დახმარება მიიღოს. 

ამასთან, კითხვაზე, მიდის თუ არა არაფორმალური საუბრები ხელისუფლებასა და მიხეილ სააკაშვილს შორის რომ მას გაუშვებენ უკან უკრაინაში,  თქვა, რომ ასეთი საუბრების შესახებ ჯერ არ იცის, თუმცა იქვე დასძინა, რომ "იმედი მაქვს, ეს საუბრები შედგება". 

"მე ვურჩევდი, რომ საქართველოდან წავიდეს და საზღვარგარეთ დროული მკურნალობა მიიღოს. ჩვენ შეჯიბრება არ გვაქვს ივანიშვილთან, ან მთავრობასთან ან ოპოზიციასთან, ჩვენ დღეს ვეჯიბრებით დროს. წამზომი ჩართულია. მას კვალიფიციური მკურნალობა სჭირდება"- აღნიშნა თემურ ალასანიამ. 

"ნოდარ მელაძის შაბათისთვის" მიცემული ექსკლუზიური ინტერვიუ სრულად ნახეთ აქ

 

 

 

მსგავსი სიახლეები