სააკაშვილის ბიძის თქმით, სააკაშვილს პოლიტიკური გუნდისგან ადეკვატური მხარდაჭერა არ მიუღია
მიხეილ სააკაშვილს, მისი პოლიტიკური გუნდისგან ადეკვატური მხარდაჭერა არ მიუღია - საკუთარი მოსაზრება თემურ ალასანიამ "ნოდარ მელაძის შაბათისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში დააფიქსირა.
რატომ? - იმიტომ რომ დღემდე ციხეშია... ბევრი მათგანი შესაძლებელს აკეთებს, მაგრამ ეს არის სიტუაცია, რომელიც ითხოვს შეუძლებელს. ვკითხოთ ჩვენს თავს, გავაკეთეთ ის შეუძლებელი?! თქვენ როგორ გგონიათ, გააკეთა პარტიამ შეუძლებელი? - არ გააკეთა. კი, აკეთებენ შესაძლებელს, პატრიოტიზმი პირადულზე უარის თქმა არის... შესაძლებლობები, ობციები არის ძალიან ბევრი, სხვადასხვა. დაწყებული სამოქალაქო დაუმორჩილებლობიდან, ყველა იმ დემოკრატიული, კონსტიტუციური მეთოდის გამოყენებთ, რომელმაც მსოფლიოში შედეგი გამოიღო"- თქვა ალასანიამ.
"ნოდარ მელაძის შაბათისთვის" მიცემული ექსკლუზიური ინტერვიუ სრულად ნახეთ აქ