"გადავუხდი მილიონს, ვინც მოკლავს ბიძინა ივანიშვილს" - რას ამბობს უმძიმეს ბრალდებაზე პრეზიდენტის ბიძა

18.12.21 22:21
"გადავუხდი მილიონს, ვინც მოკლავს ბიძინა ივანიშვილს" - რას ამბობს უმძიმეს ბრალდებაზე პრეზიდენტის ბიძა

2018 წელს უკრაინულ საიტზე ატვირთულ აუდიოჩანაწერებს გაყალბებულის უწოდებს თემურ ალასანია. მესამე პრეზიდენტის ბიძამ გაჟღერებულ მძიმე ბრალდებებს მტკნარ სისულელეს უწოდებს.

"სისულელესაც აქვს თავისი გრადაცია - არსებობს უბრალოდ სისულელე, ჩვეულებრივი, ყოველდღიური ტყუილი, დაუჯერებელი, ყოველგვარ ზღვარს გადასული ტყუილი და ბოლოს არის მტკნარი სისულელე. 

მისი თქმით, მას არ ეკუთვნის სიტყვები - "გადავუხდი მილიონს ადამიანს, ვინც სნაიპერული შაშხანით მოკლავს ბიძინა ივანიშვილს"

"როგორ გგონიათ, ჩემი პროფესიის, ჩემი გამოცდილების ადამიანი ისაუბრებს ამ ტერმინოლოგიით?!"- თქვა ალასანიამ. 

მისი თქმით, გამოკითხვაზე "საქართველოს მოქალაქეების" გინებაზეც კითხეს. პრეზიდენტის ბიძა "შაბათის ეთერთან" ჩანაწერის ამ ნაწილსაც ფალსიფიცირებულს უწოდებს.

"ქართველი ხალხისთვის არ მიგინებია!" - აცხადებს ის და ამტკიცებს, რომ ჩანაწერი დაუმონტაჟეს, რადგან მისი განეიტრალებით, სააკაშვილს ანეიტრალებდნენ. 

"არის ადგილები, სადაც მე ჩემი ხმა ვერ ვიცანი, პირველად მოუსმინე დღეს"- ამბობს სააკაშვილის ბიძა. 

"ნოდარ მელაძის შაბათისთვის" მიცემული ექსკლუზიური ინტერვიუ სრულად ნახეთ აქ

 

 

 

მსგავსი სიახლეები