"სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან გაიტაცეს" - ადვოკატი

30.12.21 02:21
"სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან გაიტაცეს" - ადვოკატი

ნიკა გვარამიას ინფორმაციით, "მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან გაიტაცეს". ადვოკატისთვის უცნობია, სად გადაიყვანეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი. 

მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალიდან გაიტაცეს. მიმართულება - უცნობია. მისი მდგომარეობა - უცნობია", - წერს ნიკა გვარამია. 

"ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახური ინფორმაციას შესაბამის უწყებებში ამოწმებს. 

გორის ჰოსპიტალთან იმყოფება "პირველების" კორესპოდენტიც. მისი ინფორმაციით, პერიმეტრი დატოვეს საპოლიციო ძალებმა, რომლებიც ჰოსპიტალთან პატრულირებდნენ.

27 დეკემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნება სცადა, რასაც მესამე პრეზიდენტის პროტესტი მოჰყვა. სააკაშვილის თქმით, მის წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს.