სკანდალი მერიაში - დაკავებული მაღალჩინოსნები ბრალის წარდგენას ელოდებიან

02.02.22 17:08
სკანდალი მერიაში - დაკავებული მაღალჩინოსნები ბრალის წარდგენას ელოდებიან

მერიის დაკავებული მაღალჩინოსნები ბრალის წარდგენას ელოდებიან. პარალელურად, სუსში გამოკითხვების სერია მიმდინარეობს. ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ხომ არ მიჰქონდათ წილი დაკავებულებს მერიის მაღალჩინოსნებთან ხელ-შეუხებლობის სანაცვლოდ.

მერიის თანამშრომლების დაკავებებთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი დედაქალაქის მერის მოადგილემაც გააკეთა. 

რა თქმა,  უნდა, ჩვენ ამ ფაქტის შესახებ ვიცოდით დღესაც, გუშინაც. ეს ჩვენი და სმასრთლადამცველი ორგანოების ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად მოხდა ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირებაც, ბუნებრივია, მოჰყვება. რამდენიმე თვის წინაც მქონდა ამაზე საუბარი, ისევე როგორც დედაქალაქის მერს, ერთი ორი წლის წინაც. სამწუხაროა, რომ ასეთი ფაქტები პერიოდულად მეორდება, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. 

ქრთამის აღების და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე  შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ოთხი თანამშრომელი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია სუს-მა გაავრცელა. "პირველებმა" გაარკვია, რომ  დაკავებულია N2 ავტობაზის ხელმძღვანელი გიორგი მეშველიანი და სამი რიგითი თანამშრომელი: დავით შარაშენიძე, ბექა ზარდიაშვილი და გაიოზ სანთელაძე.