რიგითი თანამშრომლების დაკავებით კი არა, დაიწყონ კალაძით! - ლევან ხაბეიშვილი

02.02.22 17:20
რიგითი თანამშრომლების დაკავებით კი არა, დაიწყონ კალაძით! - ლევან ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი თბილისის მერიის თანამშრომლების კორუფციის ბრალდებით დაკავებას  ეხმიანება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ კორუფციაში თავად დედაქალაქის მერი და სხვა მაღალჩინოსნები არიან ჩაფლულები და კორუფციასთან ბრძოლა წორედ მათი დაკავებით უნდა დაიწყოს. 

კალაძის უწყება და კალაძე არის კორუფციაში ჩართული და ის, რომ მგზავრობა გაუძვირდათ თბილისელებს, პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ სატრანსპორტო კომპანიაში, დედაქალაქის მერიაში, არის კორუფცია და დიდი აღებ-მიცემობა. ნაცარს ვერ შევიყრით თვალებში! ის, რომ კორუფციაა, კარგად ვიცით, დაიწყონ არა რიგითებიდან, არამედ დაიწყონ თანამდებობის პირებიდან. თურმე 4 თანამშრომელი დააკავეს. 4, 5 და ვიღაცა რიგითი თანამშრომლები კი არა, დაიწყონ კალაძით, გააგრძელონ ხმალაძით და მაღლი თანამდებობის პირებით, რომლებიც ნამდვილად მლიონებს ჰპარავენ ჩვენს მოქალაქეებს, - თქვა ხაბეიშვილმა. 

ქრთამის აღების და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე  შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ოთხი თანამშრომელი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია სუს-მა გაავრცელა. "პირველებმა" გაარკვია, რომ  დაკავებულია N2 ავტობაზის ხელმძღვანელი გიორგი მეშველიანი და სამი რიგითი თანამშრომელი: დავით შარაშენიძე, ბექა ზარდიაშვილი და გაიოზ სანთელაძე.

დაკავებულები ამ დროისათვის ბრალის წარდგენას ელოდებიან.