კალაძე "ტვ პირველს" თავს ესხმის და შშმ ბავშვების მშობლებს უპირისპირდება
თბილისის მერი დღეს შეზღუდული უნარების მქონე ბავშვების მშობლებს დაუპირისპირდა - კახი კალაძემ მთავრობის სხდომა "ტვ პირველზე" და "ნოდარ მელაძის შაბათზე" თავდასხმით დაიწყო.
საუბარია გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მომზადებულ ხმაურიან გამოძიებაზე, რომლითაც დგინდება, რომ მერიამ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის გამოყოფილი მიწა, სამშენებლო კომპანიას კორპუსების ასაშენებლად გადასცა.
მერი ამტკიცებს, რომ ბავშვების მშობლებმა ვალდებულებები ვერ შეასრულეს. არადა მერმა მთავარი ამბავი დამალა, რომ მშენებლობის ნებართვა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილი სარეაბილიტრაციო ცენტრის ასაშენებლად თავად არ გასცა და ამის გამო მთელი პროექტი ჩამოინგრა.
კონკრეტული მიწის ნაკვეთი, რომელიც 2017 წელს ეკონომიკის სამინისტრომ გადასცა იმ კონკრეტულ პიროვნებას, რომელიც "ტვ პირველის" ეთერში საუბრობდა, იმისთვის რომ შშმ ბავშვებისთვის სარებილიტაციო ცენტრი აეშენებინა კონკრეტული ვალდებულებით, თუმცა ეს ვალდებულება ვერ იქნა შესრულებული და მიწა ეკონომიკის სამინისტრომ დაიბრუნა"- განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მისი თქმით, ყველას შეუძლია მიბრძანდეს მერიაში და გადასცემენ მიწის ნაკვეთს "კეთილი საქმის გასაკეთებლად".
"არ ვიცი, რამდენად ბინძური უნდა იყო ადამიანი, რომ ასეთი რაღაცები იკადრო და გააშუქო"- განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის ბრალდებებს აუტისტური სპექტრის პრობლემის მქონე ბავშვის მშობელს უკვე უპასუხა.
თამარ იარაჯულის განცხადებით, მზადაა კალაძეს "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფთან ერთად მერიაში შეხვდეს. სამოქალაქო აქტივისტის თქმით, კალაძესთან კონკრეტული დოკუმენტებით და მიმოწერებით მივა.
იარაჯულის განცხადებით, მას კომუნიკაცია ჰქონდა მერის მოადგილე, ილია ელოშვილთან, რომელსაც მისი თქმით არც ერთხელ განუმარტავს რატომ არ ეძლეოდა მას მშენებლობის ნებართვა, სადაც სარეაბილიტაციო ცენტრს ააშენებდა, რითაც ძალიან ბევრ ბავშვს დაეხმარებოდა.
ნოდარ მელაძემ კი არა, მან გასცეს ბავშვებს, მე და საზოგადობას პასუხი იმაზე რაც თბილისის მთავრობის სხდომაზე ილაპარაკა. ნოდარ მელაძეს არ მოუგონია, ჩემს მიერ მოყოლილი ამბავი გაშუქდა და ეს შეურაცხყოფა მე მომაყენა. საჯაროდ ვთხოვ კახა კალაძეს, შემხვდეს, იმიტომ რომ ეკონომიკის სამინისტრომ პირობები წამიყენა როგორც ყველა ორგანიზაციას, რომ 2 წელიწადში უნდა დამემთავრებინა პირველი კორპუსი და 9 თვის განმავლობაში ერთი უარი მივიღე. ამის შემდეგ ძალიან ხშირად ვხვდებოდი ილია ელოშვილს, რომელიც მეუბნებოდა, რატომ ფერხდებოდა მშენებლობის ნებართვა.ანუ რას მეუბნება ბატონი მერი - უნებართვო მშენებლობა დამეწყო?! მე 9 თვის შემდეგ მივხვდი, რომ ეს იყო ხაფანგი, ამით ხელისუფლება მეუბნებოდა მშენებლობაზე უარს და შემდეგ უნდა გადამეხადა საჯარიმო სანქციები, რასაც ფიზიკურად ვეღარ გადავიხდიდი"- აცხადებს იარაჯული.
ნახეთ "შაბათის ეთერის" ხმაურიანი რეპორტაჟი ამ თემაზე