ყოფილმა პოლიციელმა ქალი სასტიკად სცემა

02.02.22 21:08
ყოფილმა პოლიციელმა ქალი სასტიკად სცემა

ყოფილი პოლიციელის  კიდევ ერთი სავარაუდო მსხვერპლი - "პირველებს" ანონიმურად დაუკავშირდა ქალი, რომელიც ამტკიცებს, რომ რამდენიმე დღის წინ, ყოფილი სამართალდამცველი სასტიკად გაუსწორდა. მისი თქმით, რომ მამაკაცმა   ძალადობა ჯერ იპოდრომის ტერიტორიაზე მანქანაში დაიწყო, მას შემდეგ რაც ქალი გაიქცა, ქუჩაში დაედევნა, დაიჭირა და სასტიკად სცემა

აუდიოჩანაწერში, რომელიც "პირველებმა" მოიპოვა, 60 წლამდე ნაცემი ქალი თავად აღწერს თავდასხმის დეტალებს. ის საავადმყოფოშიც კი ვერ მიდის, რადგან რადგან ამტკიცებს, რომ ძალადობის მსხვერპლი მას მოკვლით ემუქრება. 

რესპონდენტის მტკიცებით, ყოფილმა პოლიციელმა ქალი უკვე მეორედ სცემა, პირველად მსხვერპლი პოლიციაში მივიდა თუმცა, ყოფილი პოლიციელი მოქმედებმა არ დააკავეს.  მას მხოლოდ შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს, თუმცა ქალი ძალადობის მსხვერპლი ისევ გახდა!   

ტვ პირველს ნაცემი ქალის მეგობარი უყვება, რომ მოძალადე პოლიციელი წლების განმავლობაში მთაწმინდის პოლიციაში მუშაობდა,  ქალს ხშირად სცემდა და ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით  ყოველდღიურად ემუქრებოდა,  ამის გამო  ქალი  ამ  დრომდე ვერაფერს ამბობდა და ოჯახში  ცემის ფაქტებს მალავდა. 

პირველები  ძალადობაში  ბრალდებულს დაუკავშირდა, მამაკაცი აღიარებს, რომ  მას ნაცემ  ქალთან  კონფლიქტი  რამდენჯერმე ჰქონდა ამის გამო ის პოლიციის განყოფილებაშიც იმყოფებოდა ერთხელ  შემაკავებელი  ორდერიც გამოუწერეს თუმცა როგორც ჩანს ეს მისთვის   ბარიერი  არ აღმოჩნდა.

იმის გამო რომ მსხვერპლს ყოფილი პოლიციელების გავლენების და საქმის ჩაფარცხვის ეშინია, სამართალდამცველებს ამ დრომდე ვერ მიმართავს, ძალადობის მსხვერპლი კი შესაძლოა ნებისმიერ წუთს ისევ გახდეს.