"ოცნების" პოლიტსაბჭო აქციის ფონზე იწყება - ადგილზე პოლიციაა მობილიზებული

02.02.22 18:42
"ოცნების" პოლიტსაბჭო აქციის ფონზე იწყება - ადგილზე პოლიციაა მობილიზებული

"მოგაკითხავთ ყველგან" - "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ. პარალელურად როსტომ მეფის სასახლეში მმართველი პარტია პოლიტსაბჭოს სხდომის ჩასატარებლად ემზადება. 

აქციის მოანწილეთა თქმით, ქვეყანაში "ქართული ოცნების" მმართველობა უნდა დასრულდეს. მათივე განცხადებით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება და მმართველი ძალის პოლიტიკის გამო ქვეყანიდან მოსახლეობა გარბის. 

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.