2.67 მილიონად ღირებულ 15 ავტობუსში ზუგდიდის მერიამ 3.33 მილიონი ლარი გადაიხადა

02.02.22 20:03
2.67 მილიონად ღირებულ 15 ავტობუსში ზუგდიდის მერიამ 3.33 მილიონი ლარი გადაიხადა

2.67 მილიონად ღირებულ 15 ავტობუსში ზუგდიდის მერიამ 3.33 მილიონი ლარი გადაიხადა - ამის შესახებ ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს. 

ირკვევა, რომ მსგავს ავტობუსს სხვა მუნიციპალიტეტს ერთ-ერთი კომპანია 178,000 ლარად სთავაზობდა, თუმცა ზუგდიდის მერიამ თითოეულში 220,000 ლარი გადაიხადა.

განცხადების თანახმად, მერიამ აუდიტთან თავი იმით იმართლა, რომ ტენდერამდე ბაზრის კვლევა ჩაატარეს, თუმცა დოკუმენტები ყოფილი თანამშრომლის ელ-ფოსტაზე იყო, რომლის პაროლიც არ იცოდნენ. 

"ფლანგვის დეტექტორი"-ს ცნობით, შპს “ჯი თი გრუპის” დირექტორი იმ დროისთვის დეპუტატ ბექა ოდიშარიას ქვისლი, ლევან გოგსაძე იყო. 

 გოგსაძეს და კომპანიის 3 მფლობელს ქართული ოცნებისთვის და სალომე ზურაბიშვილისთვის ჯამში 218,000 ლარი აქვთ შეწირული.

"ფლანგვის დეტექტორის" განცხადება ვრცლად ნახეთ აქ