მხარდაჭერა უკრაინას - "ლელოს" ლიდერები უკრაინაში არიან
ქართული ოპოზიცია კიევშია - "ლელოს" ლიდერები "ბორისპოლის" საერთაშორისო აეროპორტში არიან. სულ ცოტა ხანში ისინი ვლადიმერ ზელენსკის გუნდს შეხვდებიან. რამდენიმე წუთში კიევის მთავრობის სახლში "ლელოს" ლიდერები მივლენ და უკრაინის ხელისუფლებას მხარდაჭერას გამოუცხადებენ
გვიან ღამით, კიევში ოპოზიციის კიდევ ერთი დელეგაცია ჩაფრინდება. მთელი ქართული ოპოზიციური სპექტრი მეგობარ ქვეყანას თანადგომას იმ ფონზე უცხადებს, როდესაც ქართულმა ოცნებამ არათუ კიევში ჩასვლა, არამედ რეზოლუციის ტექსტში რუსეთი ვერც კი ვერ გაბედა.