შუალედური არჩევნებისთვის, "ოცნებამ" კანდიდატები დაასახელა
მმართველმა პარტიამ შუალედური არჩევნებისთვის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. ირაკლი კობახიძემ რუსთავსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ირაკლი შატაკიშვილის, ხოლო ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარად რამაზ ჭინჭარაძის კანდიდატურები წარადგინა.
ამჟამად ჯინჭარაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებს.
კობახიძის განცხადებით, "ქართული ოცნებისთვის" ორივე არჩევნების მოგება პრინციპულად მნიშვნელოვანია.
რუსთავი-გარდაბნის ოლქში არჩევნების მოგება მნიშვნელოვნად გააძლიერებს საპარლამენტო უმრავლესობის რიგებს. რაც შეეხება ბათუმის არჩევნებს, მასზე დამოკიდებულია ბათუმის საკრებულოში მყარი უმრავლესობის ჩამოყალიბება, რაც აუცილებელია ქალაქის შეუფერხებელი განვითარებისთვის", - განაცხადა კობახიძემ.
2 აპრილს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება.