ოპოზიცია კიევშია - "დროა" და "ლელო" ზელენსკის გუნდთან მოლაპარაკებებს იწყებს
ოპოზიცია კიევშია - "დროა" და "ლელო" უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის გუნდთან მოლაპარაკებებს იწყებს.
მთელი ქართული ოპოზიციური სპექტრი ომის ზღვარზე მყოფ მეგობარ ქვეყანას თანადგომას უცხადებს.
"ტვ პირველის" კორესპოდენტის ცნობით, მაღალი რანგის შეხვედრები დაგეგმილია უკრაინის რადაში, ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ოპოზიციასთან ასევე სამოქალაქო სექტორთან.
დროას ლიდერმა კიევში საქართველოსა და უკრაინის დროშები ჩამოიტანა, რომელსაც ხელს საქართველოს მოქალაქეები აწერენ და ამით სოლიდარობას უცხადებენ მეგობარ ქვეყანას.
კიევში ჩასულმა ელენე ხოშტარიამ ქუჩებში უკრაინის მხარდამჭერ სტიკერებიც გააკრა.
ძალიან მიხარია, რომ არამხოლოდ ჩვენ, ლელო და ნაციონალური მოძრაობა, ანუ თითქმის მთელი ოპოზიციური სპექტრი ვიმყოფებით კიევში. ჩვენ გვაქვს როგორც ცალკე, ისე ერთობლივი შეხვედრები. იმ ფონზე, როცა საქართველოს ხელისუფლება არათუ ჩამოდის კიევში, არამედ რეზოლუციაშიც კი განსახილველი ხდება, უკრაინას რუსეთი ესხმის თავს თუ სხვა პლანეტიდან მომავალი სუბიექტები. რა თქმა უნდა ძალიან მინიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ ხალხის ის განწყობა ჩამოიტანოს, რაც რეალურად არის. მინიშვნელოვანის ოპოზიციამ ანახოს, რომ გარდა სოლიდარობისა, რომელიც ასახავს ქართული საზოგადოების განწყობას, გვაქვს ძალიან კონკრეტული წარმოდგენა, როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნები. გვაქვს კონკრეტული წარმოდგენა იმ უსაფრთხოების გადაწყვეტილებებზე, რაც უკრაინას და საქართველოს სჭირდება"- თქვა ხოშტარიამ.