ენმ შუალედურ არჩევნებზე გარდაცვლილი დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის შვილს მაჟორიტარობის კანდიდატად აყენებს

03.02.22 13:50
ენმ შუალედურ არჩევნებზე გარდაცვლილი დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის შვილს მაჟორიტარობის კანდიდატად აყენებს

"ნაციონალური მოძრაობა" ბათუმის მეოთხე ოლქში, შუალედურ არჩევნებზე, მაჟორიტარ კანდიდატად გარდაცვლილი დეპუტატის,  ნიგზარ ფუტკარაძის შვილის, მათე ფუტკარაძის კანდიდატურას აყენებს. 

საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები 2 აპრილს გაიმართება. 

 2 აპრილს ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარს რუსთავში აირჩევენ, ბათუმში კი საკრებულოს მაჟორიტარს. 

მმართველმა პარტიამ შუალედური არჩევნებისთვის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. ირაკლი კობახიძემ რუსთავსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ირაკლი შატაკიშვილის, ხოლო ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარად რამაზ ჭინჭარაძის კანდიდატურები წარადგინა.

შუალედური არჩევნები საქართველოს პარლამენტის და ბათუმის საკრებულოს გამოკლებული წევრების ასარჩევად ტარდება. პარლამენტი ნინო ლაცაბიძემ მას შემდეგ დატოვა, რაც რუსთავის მერად აირჩიეს. ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი, ჯემალ ფუტკარაძე კი გარდაიცვალა. 

ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი, ნუგზარ ფუტკარაძე, სამი თვის წინ, გულის შეტევით, გარდაიცვალა. ენმ-ს განცხადებით, მათ თანაპარტიელზე ზეწოლა ხორციელდებოდა.  ზეწოლის დამადასტურებელი აუდიოჩანაწერი ენმ-ს ბათუმის ორგანიზაციის ოფისში გასაჯაროვდა.