მესმის შეშფოთების მიზეზი - სვენ მიქსერი ინსპეტრორის სამსახურის გაუქმებაზე
"ინსტიტუციების დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია და პოლიტიკური წნეხი კანონს მიღმა არის ის, რისი დანახვაც არ გვიხარია“ - ასე უპასუხა საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელმა სვენ მიქსერმა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ დასმულ კითხვას.
შეხვედრები მქონდა სახელმწიფო ინსპექტორთან და სახალხო დამცველთან, კარგად ვიცი პროცესები, რომელიც განვითარდა. მესმის შეშფოთების მიზეზი არა მხოლოდ ქართულ საზოგადოებაში, არამედ საზღვარგარეთაც. მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ ამ ინსტიტუციების დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია და პოლიტიკური წნეხი კანონს მიღმა არის ის, რისი დანახვაც არ გვიხარია“