პოლიტიკური ანტაგონიზმისა და პოლარიზაციის დაძლევის მნიშვნელობა - ევროპარალმენტარის გზავნილები

03.02.22 14:52
პოლიტიკური ანტაგონიზმისა და პოლარიზაციის დაძლევის მნიშვნელობა - ევროპარალმენტარის გზავნილები

პოლიტიკური ანტაგონიზმისა და პოლარიზაციის დაძლევის მნიშვნელობა - საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ევროპარლამენტარმა სვენ მიკსერმა განაცხადა, რომ  ქართველი კოლეგები დათმობას სისუსტედ განიხილავენ, თუმცა კომპრომისი ზრდასრულობის და სიძლიერის ნიშანია.

ევროპარლამენტი კომპრომისზე ორიენტირებული ინსტიტუტია. მე იქ ვხედავ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლების მზაობას, იპოვონ კომპრომისი და ააგონ ხიდები. ეს არის სიძლიერის და ზრდასრულობის ნიშანი. როცა ქართველებს ვესაუბრები სხვადასხვა პარტიიდან, ვხედავ, რომ მათთვის დათმობა სისუსტეა" - განაცხადა მიკსერმა.

სვენ მიკსერმა საქართველოს  სუვერენიტეტის მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა,  ევროპაში ამ საკითხზე სრული კონსენსუსია. 

ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს  მისწრაფებებისადმი არ არის ერთი ან მეორე პოლიტიკური პარტიის ან რომელიმე პოლიტიკური ლიდერის მხარდაჭერის ინდიკატორი. ეს არის მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ გამოვხატავთ ქართველი ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებისადმი. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა კლასმა, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებებმა გაამართლონ ხალხის მოლოდინები და არ გაუცრუონ მათ იმედი. ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტიკა არა მარტო ამ ქვეყანაში, არამედ ბევრგან, უფროდაუფრო ანტაგონისტური და პოლარიზებული ხდება. საქართველო ერთ-ერთი მაგალითია, სადაც პოლიტიკურმა ანტაგონიზმმა და პოლიტიკურმა პოლარიზაციამ გეოპოლიტიკური პროცესი, გეოპოლიტიკური დისკურსი შეაფერხა.  ასეთი განზე დგომა აზიანებს ქართველი ხალხის მისწრაფებებს“,- თქვაა მიკსერმა.

მისივე თქმით,  ევროკავშირი იმედგაცრუებულია, რომ 19 აპრილის შეთანხმება ჩაიშალა, თუმცა იქვე განაცხადა, რომ ევროკავშირი ისევ ელის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, დოკუმენტით გათვალისწინებული რეფორმების ჩათვლით.

არის სხვადასხვა მნიშვნელოვანი პრინციპი, სტანდარტი და პირობა, რომელიც უნდა შესრულდეს, რომ ქვეყანა ინტეგრაციის შემდგომი ნაბიჯებისთვის იყო მზად, მათ შორის გახლავთ სტანდარტები, რომლებიც დაკავშირებულია კანონის უზენაესობასთან, ინსტიტუტების დამოუკიდებლობასთან. გაწევრიანების მსურველმა სახელმწიფომ ევროკავშირის სტანდარტებს პატივი უნდა სცეს. როდესაც ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე ვსაუბრობთ, მე ეს არ გახლავთ შუალედური სტანდარტების მოძებნა ქვეყნის და ევროკავშირის სტანდარტებს შორის, ზოგადი მოთხოვნაა ქვეყანამ დააკმაყოფილოს ევროკავშირის სტანდარტები“, - განაცხადა სვენ მიკსერმა.

ვროპარლამენტარი სვენ მიქსერი იქვე დასძენს, რომ "ვალდებულებების შესრულება და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი აღმასრულებელი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა". 

გარდა ამისა, სვენ მიქსერმა მედიასთან საუბრისას უკრაინის სუვერენინტეტისა და ტერიტორიული მხარდაჭერის აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქთ, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, მხარი დაუჭიროს იმ ქვეყნებს, რომლებსაც მსგავსი გამოწვევები აქვს - ვისი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი საფრთხის ქვეშაა.

ბუნებრივია, რუსული აგრესია და შეუპოვრობა და სურვილი სამყარო საფრთხის შემცვლელად აქციოს, ისაა, რასაც, ვფიქრობ, საქართველო არასდროს მიიღებს და ევროპელებსაც, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ არ შეუძლიათ მიიღონ. ვფიქრობ, მტკიცე და ცხადი მესიჯი აუცილებელია"- აღნიშნა მან.