ქართველი ხალხის ნამდვილ რეზოლუციას წარვადგენთ - "ლელო" რადაში შეხვედრებს მართავს

03.02.22 15:00
ქართველი ხალხის ნამდვილ რეზოლუციას წარვადგენთ - "ლელო"  რადაში შეხვედრებს მართავს

ოპოზიცია რადაშია - "ლელოს" ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძე, სალომე სამადაშვილმა და გრიგოლ გეგელიამ პრეზიდენტ ზელენსკის გუნდთან მოლაპარაკებები დაიწყო. ისინი ასევე სხვადასხვვა ოპოზიციურ პარტიების წარმომადგენლებსაც შეხვდებიან. 

პოლიტიკოსები მხარდაჭერასთან ერთად, კიევი-ლონდონი-ვარშავის თანამშრომლობის ფორმატზეც გაამახვილებენ ყურადღებას. 

შეხვედრა სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან გაერთიანებულ ფორმატში გვექნება. მთავარი გზავნილი სოლიდარობის გამოხატვაა. საუბარი შეეხება სამომავლო თანამშრომლობასაც ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოების დასაცავად და ჩვენი ევროატლანტიკური მომავლის უზრუნველსაყოფად" - განაცხადა "ტვ პირველთან" სალომე სამადაშვილმა. 

გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ ოპოზსიციამ რადაში "ქართველი ხალხის ნამდვილ რეზოლუციას" წარადგენენ. 

გვექნება შეხვედრები რადაში, სადაც ჩვენ წარვადგენთ ქართველი ხალხის ნამდვილ რეზოლუციას, ნამდვილ პოლიტიკურ შინაარსს და ნამდვილ სოლიდარობას. ჩვენ გვქნება შეხვედრები პოლიტიკურ ძალებთან და ქართველი ხალხის, ღირსეული პოლიტიკის სახელით ჩვენ ვიტყვით, რომ ამ საერთო ბრძოლაში, საქართველო უკრაინის გვერდითაა. ჩვენი ბრძოლა კი საერთო წარმატებით აუცილებლად დაგვირგვინდება"- თქვა პოლიტიკოსმა.