კორუფციული სკანდალი მერიაში - სუს-ში გამოკითხვების სერია გრძელდება

03.02.22 15:40
კორუფციული სკანდალი მერიაში - სუს-ში გამოკითხვების სერია გრძელდება

კორუფციული სკანდალი თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიაში -  სუს-ში გამოკითხვების სერია გრძელდება. გამომძიებლები უწყებაში კომპანიის თანამშრომლებს ერთი მეორის მიყოლებით იბარებენ.

პარალელურად  მერიის დაკავებული მაღალჩინოსნები ბრალის წარდგენის მოლოდინში არიან. არც ერთი დანაშაულს არ აღიარებს და კორუფციულ გარიგებებს უარყოფს. 

ლილუაშვილის უწყებიდან გამოსული თანამშრომლები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ, ამბობენ, მხოლოდ იმას რომ საქმის შესახებ არაფერი იცოდნენ. 

ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი, არჩილ ჩოფიკაშვილი აცხადებს, რომ მისთვის საქმის მასალები ამ დრომდე არ გადაუციათ. 

მიუხედავად იმისა, რომ გუშინ და დღეს 4 მიმართვა წარვადგინე, დღემდე არცერთი დოკუმენტი ჩვენთვის გადმოცემული არ არის. ბრალდებულისათვის, რომელსაც მე ვიცავ, საერთოდ უცნობია, რა დანაშაულის გამო მოხდა მისი დაკავება. მას არანაირი კანონდარღვევა არ ჩაუდენია. ის ერთ-ერთი რიგითი მენეჯერია. მზად ცარის ნებისმიერ შეკითხვას, რაც გამოძიებას ექნება პასუხი გასცეს"- ამბობს ადვოკატი. 

რაც შეეხება დედაქალაქის მერს, კახა კალაძის თქმით, "კორუფცია არავის შერჩება". 

არავის  ეპატიება უკანონობა. შესაბამის სამსახურებს ყოველთვის ჰქონდათ რეაგირება, არადროს დაუშვებთ კორუფციას"- თქვა მერმა.