"იქნებით ისევ ნოლები" - კალაძე მედიას

03.02.22 16:45
"იქნებით ისევ ნოლები" - კალაძე მედიას

კახა კალაძე მედიის წარმომადგენლებს ისევ თავს ესხმის - "ნოლები ხართ" - უთხრა ჟურნალისტს დედაქალაქის მერმა, რომელმაც კალაძეს  მერიის ახალი ადმინისტრაციული შენობის შესახებ დაუსვა კითხვა. 

მერე გიკვირთ, რატომ ხართ ნოლები და დაფიქრდით.  გულწრფელად გეუბნებით, ძალიან მსიამოვნებს თქვენი არსებული მდგომარეობა. დაფიქრდით, თუ ასე გააგრძელებთ, იქნებით ისევ ნოლები. ეს არის მორიგი სიბინძურე, ფეიკნიუსი, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა...

ამაზე ჩვენი პასუხი იქნება ძალიან მარტივი:  განვითარება, აღმშენებლობა, საქმის კეთება, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის განხორციელება, დახმარება ოჯახებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება"- თქვა კალაძემ.

ენმ-ს საკრებულოს დეპუტატი, სოფო ჯაფარიძე აცხადებს, რომ  კახა კალაძემ მერიის ახალი ადმინისტრაციული შენობის აშენება გადაწყვიტა, რისთვისაც ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი გამოყო.