ახალი შენობა მერიას, ხალხი ისევ ავარიულ სახლებში - მერია ახალ ადმინისტრაციულ შენობას იშენებს
კახა კალაძის მორიგი ახირება - თბილისის მერია ახალ ადმინისტრაციულ შენობას, ბიუჯეტის ხარჯზე იშენებს. ინფორმაცია მას შემდეგ გახმაურდა, რაც ოპოზიციამ დოკუმენტები გაასაჯაროვა. ოფიციალური ბრძანება 2021 წლის 8 დეკემბრითთარიღდება.
დედაქალაქის მერი ვერ სცემს პასუხს, რა საჭიროა მერიის ახალი შენობისთვის მილიონების დახარჯვა, როდესაც დედაქალაქში უამრავი ავარიული სახლია, ადამინები კი ყოველ დღე სიკვდილს უყურებენ თვალებში.
აქ მეხუთე კატეგორიის სახლებია, ეს ნაგებობა აღდგენას არ ექვემდებარება. 2019 წელს ე.წ. რეაბილიტაცია გამოაცხადეს, შემოიყვანეს ჯგუფი, თუმცა ეს პროცესი გაჩერდა. პასუხს არავინ გვცემს, რატომ შეაჩერეს სამუშაოები ან სად წავიდა რეაბილიტაციითვის გამოყოფილი თანხები?! ხალხი ხოჭოებად მიაჩნიათ. შემოვიდა კაცი, ივაჭრა როგორც ბაზარში და გავიდა. რას აკეთებს ამ დროს კალაძე?! სახლი დანგრევის პირასაა, აგურები ცვივა"- აღნიშნა ავარიულ სახლში მცხოვრები მოქალაქე.
პირი, ვიზეც ავარიულ სახლში მცხოვრებლები საუბრობენ და ვისაც რეაბილიტაცია უნდა ჩაეტარებინა, ბიზნესმენ ზურაბ ჩხაიძეა. ის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავია. მოსახლეობა სვამს კითხვას - სად წავიდა 20 მილიონილარი, რომელიც მსგავსი სახლების რეაბილიტაციისთვის გამოიყო?!
იგივე კითხვით "ტვ პირველმა" კახა კალაძეს მიმართა. მერმა ადმინისტრაციულ შენობის მშებლობის საკითხზე თქვა, რომ ეს მისი კომფორტისთვის არ კეთდდება. კალაძე ამტკიცებს, რომ მერიის გადატანა არსად არ იგეგმება, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 63 მუნიციპალიტეტისთვის განკუთვნილი მონაცემთა სასერვერო ცენტრი აშენდება. რაც შეეხება ავარიული სახლების პრობლემას, დედაქალაქის მერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ თანხები ყველაფრისთვის გამოყოფილია.
ჯერ ის 20 მილიონი დაიხარჯოს და ამით ვიქნებით ძალიან ბედნიერები. თანხები ყველაფრისთვის არის გამოყოფილი. ყველა მიმართულებით სწორად არის გადანაწილებული. ყველაფერს გავეკეთებთ თუნდაც ავარიული შენობა-ნაგებობების თვალსაზრისით"- აცხადებს კახა კალაძე.
კახა კალაძის მიერ 2021 წლის 8 დეკემბრით დათარიღებულ ბრძანებაში წერია, რომ ახალი შენობის სრული საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვის მიზნით საკონკურსო კომისია უკვე შეიქმნა. როდის და კონკრეტულად რა ფართობზე აშენდება ადმინისტრაციული შენობა, ან რა დაუჯდება ის ბიუჯეტს უცნობია.