"პირველები" უკრაინის სასწავლო პოლიგონზე - ექსკლუზიური რეპორტაჟი კიევიდან
"პირველები" უკრაინის სასწავლო პოლიგონზე - ომგამოვლილი ქართველი მებრძოლები რუსული ჯარის შეკავებაში უკრაინელ მოხალისეებს წვრთნიან.
როდესაც საქართველოს ხელისუფლება ვერ ბედავს, უკრაინის მხარდამჭერი ისეთი რეზოლუცია მიიღოს, სადაც რუსეთს ახსენებს, ქართველი ჯარისკაცები ფიქრობენ, რომ ვალი მათ უნდა გადახადონ. ვალი, იმ მხარდაჭერისთვის, როდესაც რუსული ბომბების წვიმაში გახვეულ საქართველოში უკრაინის პრეზიდენტი ჩამოვიდა და ქართველი ხალხის გვერდით დადგა.
მე ვიცი, რომ უკრაინელები საქართველოს ტერიტორიაზე, ქართველების მხარეს, ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ, აფხაზეთში იბრძოდნენ. ასე იქცეოდნენ ოსეთშიც, 2008 წელსაც. ამიტომ ჩამოვედი აქ, ეს ჩემი ვალია. ქართველებს არ გვჩვევია და არც შეგვშვენის, მეგობარი მარტო დავტოვოთ" - უთხრა "პირველებს" ქართველმა მეომარმა.
"ტვ პირველის" ჟურნალისტმა ნანუკა ქაჯაიამ გადაიღო ყველაფერი რაც ქართველების საწვრთნელ პოლიგონზე ხდება.
ჩვენი კორესპოდენტი სწორედ იმ ადგილზე ჩავიდა, სადაც რუსულ თავდასხმას ყოველ დღე ელოდებიან.
უკრაინის საზღვრების დასაცავად სრული მობილიზებაა - "ქართულ ლეგიონში" რუსეთის წინააღმდეგ და უკრაინის დასაცავად სხვადასხვა ქვეყნის ათასობით მოქალაქე გაერთიანდა.
ამერიკიდან ვარ, ჩარიცხული ვარ "ქართულ ლეგიონში" და ვიბრძვი რუსეთის წინააღმდეგ. ეს ჩემი მხრიდან ჰუმანიტარული მისიაა, რომ უკრაინას სამხედრო აგრესია თავიდან ავარიდო" - აცხადებს ლეგიონერი.
"ქართული ლეგიონის" მეთაური, მამუკა მამულაშვილი ამბობს, რომ მათ რიგებში ყოველდღიური მატებაა:
ამ ეტაპზე ყველაზე აქტიურები ქართველები არიან, მეორე ადგილზეა შეერთებული შტატები, და დიდი ბრიტანეთი - ეს არის ის სამი ქვეყანა, რომელიც ლიდერობს ამ მოძრაობაში" - აცხადებს "ტვ პირველთან" ქართველი მეომარი.