საზღვრის კვეთის საქმე - საქალაქო სასამართლოში დღეს მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართება

04.02.22 10:08
საზღვრის კვეთის საქმე - საქალაქო სასამართლოში დღეს მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართება

საზღვრის კვეთის საქმე - საქალაქო სასამართლოში დღეს საქართველოს მესამესა პრეზიდენტის მორიგი პროცესი გაიმართება. სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული. სასამართლო პროცესს მიხეილ სააკაშვილიც დაესწრება, რომელიც საზოგადოებას სიტყვით მიმართავს. 

დღავანდელ პროცესზე მტკიცებულებებს ბრალდების მხარე წარადგენს. კერძოდ, პროკურატურა რამდენიმე მოწმეს გამოჰკითხავს. 

დღეს გაიმართება მორიგი სხდომა საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნების საქმეზე. საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა საჯაროდ დააანონსა საქართველოში დაბრუნება და გამოსდო საკუთარი ბილეთი, „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო საუბარი კონტრაქციებზე, პროვოკაციებზე და ზუსტად ამიტომ, მიხეილ სააკაშილი სამშობლოში დაბრუნდა ისეთი ფორმით, რაც გამორიცხავდა სხვა პირებისთის საფრთხის შექმნას და ამით მან მხოლოდ საკუთარი სიცოცხლე და საუაფრთხოება დააყენა რისკი ქვეშ. ეს საქმე არის აბსურდული როგორც სამართლებრივად, ასევე მორალური და ადამიანური თვალსაზრისთ, იმიტომ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს ედავებოდე იმას თუ რატომ დაბრუნდა სამშობლოში არ არის არანაირად გამართლებული. არ ვიცი დღეს რას აპირებს ბრალდების მხარე. დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი იქნება წარმოდგენილი სასამართლო სხდომაზე და შესაბამისად, ალბათ სასამართლო იქნება საინტერესო, - თქვა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

საზღვრის კვეთის საქმეზე გამოძიება 1 ოქტომბერს დაიწყო. საქმის ფარგლებში  ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, გიორგი ნარიმანიძეს, ზურაბ და შალვა წოწორიებსა აქვთ წაყენებული. მათ რამდენიმე დღის წინ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გორავნობით შეეცვალათ.