ჩემი ბრალია, რომ ამათი მოშვება, ამ მატყუარების, ამ ფლიდების, დავუშვი საქართველოში - მიხეილ სააკაშვილი
ჩემი ბრალია, რომ ამათი მოშვება, ამ მატყუარების, ამ ფლიდების დავუშვი საქართველოში. ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სასამართლო პროცესზე ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, "ქართული ოცნება" მას ქვეყანაში მიმდინარე ყველა უარყოფით მოვლენას აბრალებს, მათ შორის ინფლაციასაც, თუმცა რეალურად მისი ბრალი, მხოლოდ მათი ხელისუფლებაში მოშვებაში მდგომარეობს.
გუშინ მოვისმინე, გამოვიდა ერთ-ერთი, ერთ-ერთი კი არა, ყველა ერთად დამწკრივდა და თქვეს, რომ ინფლაცია არის სააკაშვილის ბრალი. სააკაშილის ბრალი ყოფილა და დამიმძიმეთ ბრალი, გთხოვთ! გუშინ "ოცნებამ" თქვა, რომ ის, რომ კომუნალური თითქმის ორჯერ გაძირდა, სააკაშვილის ბრალია. მარგარინი რომ 50%-ით გაძირდა ჩემი ბრალი ყოფილა. ჩინივნიკების გაზრდილი ხელფასები ჩემი ბრალია და ხახლს რომ არ გაეზარდა ხელფასები... დიახ, ჩემი ბრალია მხოლოდ ერთი რამე საქართველოში: ჩემი ბრალია, რომ ამათი მოშვება, ამ მატყუარების, ამ ფლიდების და საქართველოს ამ მოზიზღე ადამიამნების დავუშვი საქართველოში. ეს ნამდვილად არის ჩემი ბრალი და ისტორია მე ამაში გამამტყუნებს, - განაცხადა სააკაშვილმა.
საქალაქო სასამართლოში დღეს საქართველოს მესამეს პრეზიდენტის მორიგი პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო საზღვრის კვეთის საქმეს განიხილავს. დღავანდელ პროცესზე მტკიცებულებებს ბრალდების მხარე წარადგენს. კერძოდ, პროკურატურა რამდენიმე მოწმეს გამოჰკითხავს.