ხელისუფლებას განზრახული აქვს ბრალი დღეს წარმიდგინოს - დავით კირკიტაძე

04.02.22 13:11
ხელისუფლებას განზრახული აქვს ბრალი დღეს წარმიდგინოს  - დავით კირკიტაძე

ენმ-ს წევრი დავით კირკიტაძე მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ საუბრობს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვარაუდობს, რომ მას ბრალს დღესვე წარუდგენენ. 

განზრახული აქვს ხელისუფლებას, რომ ბრალი დღეს წამიყენოს. ისინი დაფუძნებულები არიან  და დგანან მთლიანად პოლიტიკურ პოლიციაზე და ხიშტზე. მათ შექმნეს პოლიციური სახელმწიფო და პოლიტიკურ ოპონენტებთან, ხალხთან საურთიერთო გზად აირჩიეს პროკურატურა და პოლიცია. ამათგან  არაფერი არაა გამორიცხული, - თქვა დავით კირკიტაძემ. 

ცოტა ხნის წინ პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც დავით კირკიტაძის და კიდევ ორი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ იუწყება. საუბარია  24 ოქტომბერს რუსთავში,  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარ დაპირისპირებაზე.