არ მაქვს ილუზია, რომ მოსამართლე სწორ გადაწყვეტულებას მიიღებს - გიგი უგულავა ძიუდოისტის ცემის საქმეზე

04.02.22 13:31
არ მაქვს ილუზია, რომ მოსამართლე სწორ გადაწყვეტულებას მიიღებს  - გიგი უგულავა ძიუდოისტის ცემის საქმეზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციონერი ლიდერის, გიგი უგულავას საქმეზე სასამართლო პროცესი კვლავ დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობს. საქმე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტს ეხება.

დღევანდელი პროცესი პროკურატურის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება. გამორიცხული არ არის, რომ დღავდენლ პროეცსზე დაიკითხონ მოწმეებიც.

პროცესს თავად გიგი უგულავაც ესწრება. ის ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და პირდაპირ ამბობს, რომ ჩემპიონი ძიუდოისტი მას "ქართულმა ოცნებამ" განგებ მიუგზავნა. 

მე არ მაქვს იმის ილუზია, რომ მოსამართლე კოჭლამაზაშვილი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას. არა. შეიძლება პატიმრობა არ იყოს, მაგრამ ჯარიმას ან რაღაცას მოიგონებს. ეს ჯარიმა ახალი მეთოდია. ამ პროცესის უკან არის ვინ დაავალა ბადრი საბა გავაშელიშვილს და მის მეგობარს მოსულიყვნენ იქ. მემგონი  არავინ არაა ამ ქვეყანაში იდიოტი ისეთი, რომ სჯეროდეს, რომ ისინი თვითონ მოვიდნენ. იმიტომ, რომ ზუსტად ორი კვირით ადრე მიტინგს შეუვარდა ბადრი გავაშელიშვილი და მიტინგზე ხალხს არბევდა და ამის კადრები არქივებში მოიპოვება. ეს კაცი რომ ზონდერია იცის ყველამ, ეს კაცი რომ ჩემზე თავდასხმის მერე გასივდა და გამდიდრდდა ფულით და სარგებელით, ესეც ყველამ კარგად იცის, - აცახდებს უგულავა.