სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმება - კანცელარიაში ლონდა თოლორაიას შემცვლელს არჩევენ
კანცელარიაში ლონდა თოლორაიას შემცვლელს არჩევენ. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე კანდიდატურას პრემიერის დავალებით კომისია დაჩქარებული წესით არჩევს.
არსამთავრობო სექტორი სასამართლოს მოუწოდებს სარჩელის განხილვა დააჩქაროს, რადგან თუკი ხელისუფლება ინსპექტორის სამსახურს გააუქმებს და ახალი სამსახურის უფროსის დამტკიცებას მოასწრებს, საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვის დაწყებას აზრი აღარ ექნება.
მესამე სექტორი ფიქრობს, რომ ინსპექტორის სარჩელის განხილვის გაჭიანურება პოლიტიკური ინტერესებს შეიცავს.
საკონსტიტუციო სასამართლოში ეს პროცესები უნდა დაჩქარდეს აუცილებლად, იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში, თუკი გაუქმების შემდგომ იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, ეს არ იქნება კონსტიტუციური მართლსამჯულების რეალური აღსრულება. მე ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ არის რესურსი იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ დროული ნაბიჯებით მისდამი ეს გარკვეული კითხვის ნიშნები გააქარწყლოს და იყოს ეფექტური მართლმსაჯულების განმახორციელებლი ორგანო, - ამბობს "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას" თავმდჯომარე ედუარდ მარიკაშვილი.
"პირველების" ინფორმაციით, კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობა შერჩეულ კანდიდატურას წარადგენს და განსახილველად პარლამენტს გადასცემს.