ისეთი ტყუილი მიანც თქვით, სასაცილოდ არ გამოიყურებოდეს - გუდკოვი "ოცნებას" ტყუილში ამხელს

04.02.22 14:30
ისეთი  ტყუილი მიანც თქვით, სასაცილოდ არ გამოიყურებოდეს - გუდკოვი "ოცნებას" ტყუილში ამხელს

რუსი ოპოზიციონერი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ - დმიტრი  გუდკოვი, რომელიც საზღვრიდან გააძევეს, "ქართულ ოცნებას" ტყუილში ადანაშაულებს. საუბარია საქართველოს პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის ბრალდებებზე, რომელმაც  გუდკოვი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაში მონაწილედ დაასახელა და ნავალნისთან დააკავშირა. 

ნიკოლოზ სამხარაძის ბრალდებას გუდკოვი ვიდეომიმართვით პასუხობს და სიცრუესა და პუტინის რეჟიმთან თანამშრომლობაში ამხელს.

საქართველოს ხელისუფლება, როგორც ჩანს, დიდხანს ფიქრობდა როგორ აეხსნათ რატომ არ შემეძლო ხინკლის ჭამა მშვიდობის ხიდზე ხედის თანხლებით და ბოლოს მოიფიქრეს. ვპასუხობ მათ: აფხაზეთს დამოუკიდებლობა "დუმამ" აღიარა 2008 წელს, მე კი დეპუტატყი გავხდი 2011 წელს და 2008 წლიდან, როცა საქართველოში მიიღეს კანონი ოკუპირებული ტერიტორიოების შესახებ, არც აფხაზეთში და არც სამხრეთ ოსეთში ერთხელაც არ ვყოფილვარ საქქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის გამო. მესმი, რომ ახლა საქართველოს ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია თავი მოაწონოს პუტინს. სააკაშვილის დაჭერა საკმარისი არ არის. საჭიროა კიდევ სხვა რიტუალური ქმედებები რომ მიიღონ დაფინანსება, მაგრამ ისე მაინც ისწავლეთ თყუილის თქმა, რომ ეს სასაცილოდ არ გამოიყურებოდეს, - თქვა გუდკოვმა. 

დმიტრი გუდკოვი, რომელიც პუტინის ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგეა, 31 იანვარს საქართველოში ჩამოსული, საზღვარზე არ შემოუშვეს და გააძევეს ისე, რომ მისთვის მიზეზიც არ აუხსნიათ.