მთავრობაში ცვლილებები იგეგმება - ვინ ჩაანაცვლებს ნათია თურნავას

04.02.22 15:06
მთავრობაში ცვლილებები იგეგმება -  ვინ ჩაანაცვლებს ნათია თურნავას

ცვლილებები საქართველოს მთავრობაში -   "პირველების" ინფორმაციით, იცვლება ეკონომიკის მინისტრი. ნათია თურნავას ამ პოსტზე, სავარაუდოდ,  სოფლის მეურნეობის მინისტრი,  ლევან დავითაშვილი შეცვლის. თურნავასთვის ადგილს კი ეროვნულ ბანკში ამზადებენ.

თურნავას წასვლაზე საუბარი  უკვე რამდენიმე კვირაა მიდის, თუმცა წყაროს ინფორმაციით, ამჯერად  გადაწყვეტილება პრაქტიკულად მიღებულია. პრემიერი ღარიბაშვილი თურნავას წასვლას ითხოვს,  თუმცა ჯერ გუნდის თანხმობა არ აქვს.

"ოცნების" წევრები ცვლილებებს ჯერ კამერების წინ არ ადასტურებენ. 

ინფორმაცია სამთავრობო გადანაცვლების თაობაზე მე არ გამაჩნია. თუ რაიმე გადანაცვლება იქნება, ჰიპოთეტურად ვამბობ, ესეც გასაკვირი არ არის. თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ თუკი ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამასაც სერიოზული დაძაბული განცხადებები მოჰყვება, მაგრამ ჩვეულებრივი ამბავი იქნება თუკი გადანაცვლება მოხდა, - ამბობს ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი.