"სამწუხაროა, რომ რადაში საქართველოს დროშა არ გამოჩნდა" - რა უთხრეს ოპოზიციას რადაში
ომის ზღავრზე მყოფ უკრაინაში მთავარი ოპოზიური პარტია ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთად დილიდან რადაში მოლაპარაკებებს მართავს. ბრიფინგი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მთავარი განსახილველი საკითხი აგრესორი რუსეთისგან გათავისუფლება იყო.
ოპოზიციონერი ლიდერები რამდენიმე ინიციატივით გამოდიან. მათი თქმით, მნიშვნელოვანია სამთა ფორმატი: მოლდოვა, უკრაინა და საქართელო გააქტიურდეს. ასევე, საჭიროდ მიაჩნიათ მოლაპარაკებებში სამთა ალიანსი : კიევი-ლონდონი-ვარშავა ჩაერთოს.
დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს კონსულტაციები ჩვენს ბრიტანელ პოლონელ პარტნიორებთნ და ასევე დაუყოვნებლივ მოვუწოდებთ, მოვიწვიოთ და ჩავრთოთ უკრაინის, მოლდოვის და რა თქმა უნდა, საქართველოს წარმომადგენლობა ასოცირებული ტრიოს ფარგლებში იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ევროატლანტიკური მისწრაფებები საქართველოს და უკრაინის იყოს სინქრონში პარალელურად, იმიტომ, რომ ეს თავისუფლებისთვის ბრძოლა არის ჩვენი წვეყნების თავისუფლებისთვის ბრძოლა, - განაცხადა ენმ-ს წევრმა ხატია დეკანოიძემ.
როგორც უკრაინაში აცხადებენ, მადლობლები არიან იმის გამო, რომ პარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, თუმცა პირდაპირ ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან მეტ მხარდაჭერას ელოდნენ.
ველოდებოდით საქართელოს მხარდაჭერას. მაგრამ სამწუხაროდ, როდესაც რადაში შევხვდით ჩვენს მოკავშირეებს, საქართველოს დროშა არ გამნოჩნდა, ვიცით, რომ ქართველი ხალხი ყოპველთვის მხარს გვიწერს, მაგრამ ველოდეით კონკრეტულ დახმარებას საქართველოს პარლამენტიდან და სახელმწიფოსგან,. ჩვენს თვალს ვადევნებთ და ძალიან ვნერვიულობთ თუ რა მიმართულებით მიჰყავთ პოლიტიკა, - განაცხადა რადას დეპუტატმა ივანა კლიმკუშმა.
უკრაინის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის, სალომეია ბაბროვკას თქმით, საქართველო და უკრაინა ერთმანეთის გვერდით უნდა იდგნენ, რათა თუ უკრიანა რუსეთის აგრესიას ვერ გუაძლებს, შემდეგი მსხვერპლი საქართველო იქნება.
მადლობას ვუხდით საქართველოს პარლამენტს გადაწყვეტილებბისთვის ხმარი დაუჭიროს უკრაინას. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რაგდან საქართველო არის ერთ-ერთი მეგობარი ქვეყანა, რომელიც მხარს გვიჭერს პოლონეთთან ერთად. უკრაინა ყურადღებით ადევნებს თვალს თუ რა გადაწყვეტილებებს იღებს საქართველო. დღეს უდნა ვიდგეთ ერთად, როდესაც რუსეთს არ აქვს გეგმა, რომ თავს დაესხას უკრაინას. მას თავისუფალ ქვეყნებზე თავდასხმა სურს და ჩვენ თუ ვერ გავუძლებთ, შემდეგი საქართველო იქნება, - თქვა საგარეო კომიტეტის თავმდჯომარემ, სალომეია ბაბროვკამ.
ოპოზიციამ დღეს ასევე, რადას დეპუტატებს უკრაინის და საქართველოს ის ხელმოწერილი დროშები გადასცეს, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებმა მათ მხარდაჭერა გამოუცხადეს.