რადას დეპუტატებმა მიხეილ სააკაშვილს რუსთავის ციხეში უკრაინის დროშა გაუგზავნეს, რომელზეც მხარდამჭერი წარწერები გააკეთეს
უკრაინული რადას დეპუტატებმა მიხეილ სააკაშვილს რუსთავის ციხეში უკრაინის დროშა გაუგზავნეს, რომელზეც გამამხნეველი წარწერები გააკეთეს. აღნიშნულ დროშას საქართველოს მესამე პრეზიდენტს ქართული ოპოზიციის წარმომადგენელები ჩამოუტანენ.
რადაში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობოს გამო ძალიან ღელავენ და საჭიროდ თვლიან, მასთან უკრაინელი ექიმების შესვლას.
შეშფოთებულები ვართ მიხეილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. რაც ხდება და რაც ხდებოდა. ის შიმშილობდა და ჯანმრთელობა დაუზიანდა. იმის გათვალისწინებით, რომ მიხეილი უკრაინის მოქალაქეა, გვინდა რომ ექიმები შეუშვან მასთან, რომ ვიცოდეთ რა მდგომარეობაა. ვფიქრობთ, რომ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ყველაზე მაღალი ღირებულებაა, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის ჯანმრთელი დაგვიბრუნდეს, - თქვა მმართველი პარტიის თვამდჯომარემ ოლენა შულიაკმა.