1 წლიანი ლოდინის შემდეგ რუსთავი 2-ის საქმეზე პირველი სასამართლო ჩაინიშნა

06.04.21 14:42
1 წლიანი ლოდინის შემდეგ რუსთავი 2-ის საქმეზე პირველი სასამართლო ჩაინიშნა

1 წლიანი ლოდინის შემდეგ ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" საქმეზე პირველი სასამართლო ჩაინიშნა.

ტელევიზიის თავდაპირველი დამფუძნებლები ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი ტელევიზიის  დაბრუნებისთვის სამართლებრივი  ბრძოლის ახალ ეტაპს იწყებენ. დამფუძნებლები "რუსთავი 2-ის" 60%-იანი წილის დაბრუნებას მოითხოვენ. 

ერთ მშვენიერ დღეს გამოძიება გააჩერეს, გამოძიება, რომელიც პროკურატურაში მიმდინარეობს თაროზეა შემოდებული და ახალი არაფერი ხდება. საინტერესო მოვლენები განვიტარდა, სასამართლომ ჯერ რაღაც ხარვეზები აღმოაჩინა, მესამე სარჩელის შეტანიდან დუმილია, მოიმიზეზეს ლოქდაუნი. წელიწადნახევარი დარჩა ჩვენ მოსამართლეს რომ მხოლოდ განხილვა დაენიშნა," - ამბობს დავით დვალი.