ქალბატონმა სალომემ მჭლე სამიანი დაგვიწერა, ვაღიაროთ, ამას ვიმსახურებდით - დავით უსუფაშვილი

14.03.22 15:35
ქალბატონმა სალომემ მჭლე სამიანი დაგვიწერა, ვაღიაროთ, ამას ვიმსახურებდით - დავით უსუფაშვილი

"სიმხნევეს გისურვებთ,  ცოტა ხნის წინ, ჩვენ, ყველას, ქალბატონმა სალომემ მჭლე სამიანი დაგვიწერა, მაგრამ მოდი, რეალობას თვალი გავუსწოროთ და ვაღიაროთ, რომ ამას ვიმსახურებდით",- ამის შესახებ ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

უსუფაშვილი ზურაბიშვილის გზავნილებს ადეკვატურს უწოდებს. 

„სალომე ზურაბიშვილმა გამოსავალიც გვაჩვენა და თუ სწორ ნაბიჯებს გადავდგამთ, მგონი, შევძლებთ,  რომჩვენი როლი და დანიშნულება შევასრულოთ ამ მძიმე ვითარებაში.  ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მოხსენება იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო ადეკვატური და სახელმწიფოს მეთაურისებრი “,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.