ზურაბიშვილი საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებას აბრალებდა, ნატოს საწინააღმდეგო პროპაგანდას ეწეოდა - ბოკერია
"ჩვენ დღეს ვუსმენდით პრეზიდენტ ზურაბიშვილს, რომელიც ისე საუბრობდა, თითქოს თვითონ სხვა პლანეტიდან იყოს, ყველაფერზე მაღლა დგას და თვითონ არ არის არის ნაწილი აქაური პოლიტიკური პროცესების"- ასე აფასებს ,,ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგა ბოკერია, პრეზიდენტის გზავნილებს.
გიგა ბოკერიას თქმით, სალომე ზურაბიშვილია ის პოლიტიკოსი, რომელიც საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებაში ადანაშაულებდა.
ეს ადამიანი, ვინც დღეს პოლარიზაციას გმობს და მისთვის ყველა დამნაშავეა საკუთარი თავის გარდა, თვითონ იყო ის, ვინც საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებას აბრალებდა, ნატო-ს საწინააღმდეგო პროპაგანდას ეწეოდა, დავით გარეჯის სამარცხვინო კამპანიის ერთერთი ავტორი იყო და სისხლიანი ბანერებით და მოსყიდვით ვინ ირჩიეს საქართველოს პრეზიდენტად? ეს არის ის ადამიანი, ოღონდ საკუთარ თავსა და მის დანაშაულზე, ან შეცდომაზე არაფერს არ იძახის"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.