,,ალტ ინფოსა" და ,,კონსერვატიული პარტიის" ოფისები შესაძლოა, მალე დაიხუროს

14.03.22 20:09
,,ალტ ინფოსა" და ,,კონსერვატიული პარტიის" ოფისები შესაძლოა, მალე დაიხუროს

,,ალტ ინფოსა" და ,,კონსერვატორული პარტიის" ოფისები შესაძლოა, ისეთივე სიჩქარით  დაიხუროს, როგორც გაიხსნა.  ,,ტვ პირველის" ინფორმაციით, მოძალადეთა რაზმს ფული მოსკოვიდან აღარ ერიცხება.

რუსეთის წინააღმდეგ სანქციებმა სავარაუდოდ ,,ალტ ინფომდეც" მიაღწია. ამიტომაც პრორუსული პარტიის ბოსები, საქართველოდან რუსეთში საგანგებო მისიით მიდიან-მიზეზი დაფინანსების ახალი წყაროების მიღებაა. 

,,კონსერვატორული მოძრაობის" თავმჯდომარე, ზურაბ მახარაძე, ადასტურებს, რომ საგანგებო მისიით საქართველოს რამდენიმე დღეში დატოვებს. 

რუსეთში წასვლის შესახებ ინფორმაციას ,,ტვ პირველს" კოტე მორგოშიაც უდასტურებს. 

ძალადობრივი, პრორუსული დაჯგუფების წევრები კამერების წინ არ აღიარებენ, თუმცა ,,პირველების" ინოფრმაციით, რადიკალების ჯგუფს რუსეთიდან ფულის შემოტანის პრობლემა შეექმნა, თუ სანქცირებული ქვეუნიდან  თანხის მიღების პრობლემა ვერ მოგვარდება, პროპაგანდისტული მედია და ძალადობრივი ჯგუფის პარტია ერთმანეთის მიყოლებით ჩამოიშლება.