ზურაბიშვილს კონსტიტუციის გადაწერის საშუალებას არ მივცემთ - "ქართული ოცნება"

15.03.22 12:55
ზურაბიშვილს კონსტიტუციის გადაწერის საშუალებას არ მივცემთ - "ქართული ოცნება"

"ქართული ოცნება" პრეზიდენტ ზურაბიშვილს კონსტიტუციის მიღმა მოქმედებაში ადანაშაულებს - ღარიბაშვილ-კობახიძის გუნდმა მთავარსარდალს  უფლებამოვალეობებს "გადამეტების" გამო, საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის. 

"აშკარაა, რომ მისი სურვილია კონსტიტუციის მიღმა იმოქმედოს...  კონსტიტუციის გადაწერის შესაძლებლობას ვერავინ მისცემს..."- წერს "ქართული ოცნება. 

საქართველოს პრეზიდენტმა შემოგვთავაზა მთელი რიგი ახალი თამაშის წესები, რომლებიც სახელმწიფო სისტემის ფუნქციონირებას უკავშირდება. აშკარაა, რომ მისი სურვილია კონსტიტუციის მიღმა იმოქმედოს. თუმცა, პრეზიდენტს გვინდა შევახსენოთ, რომ სახელმწიფო სისტემის თამაშის წესებს არა პრეზიდენტი, არამედ კონსტიტუცია განსაზღვრავს", - ნათქვამია განცხადებაში.

მმართველი პარტიის განცხადებით, "პრეზიდენტი კონსტიტუციას სწორად ვერ ან არ კითხულობს". 

სრულიად გაუგებარი იყო პრეზიდენტის გუშინდელი განცხადებები სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოს შესახებ. უსაფრთხოების საბჭო არის პრემიერ-მინისტრის სათათბირო სამთავრობო ორგანო, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ უსაფრთხოების სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელებისთვის იქმნება. ამ სამთავრობო ორგანოში არასამთავრობო სუბიექტების, პრეზიდენტისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეყვანა სისტემის ლოგიკასა და ორგანოს არსს პირდაპირ ეწინააღმდეგება.

ამ შემთხვევაშიც, აშკარაა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ან საქართველოს კონსტიტუციას ვერ კითხულობს და დღემდე მის არსში ვერ გაერკვა, ან ის ამ შემთხვევაშიც კონსტიტუციის თავისებურად გადაწერას ცდილობს. მთავარსარდლის სტატუსზე მითითებაც იმ პირობებში, როდესაც საპარლამენტო რესპუბლიკაში ეს სტატუსი მხოლოდ ცერემონიული დატვირთვის მატარებელია, იმაზე მეტყველებს, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციას სწორად ვერ ან არ კითხულობს.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკაში უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელებაზე პასუხისმგებელი მთავარი ორგანო საქართველოს მთავრობაა. მთავრობის სხდომებთან ერთად, პრემიერ-მინისტრთან რეგულარულად იმართება ოპერატიული თათბირები უსაფრთხოების საკითხების განსახილველად. სწორედ ერთ-ერთ ასეთ თათბირზე იქნა მოწვეული პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, რომელსაც მიეცა განმარტებები პრეზიდენტის ვიზიტის მიზანშეუწონლობის შესახებ, რაც პრეზიდენტმა არ გაითვალისწინ"- აღნიშნულია განცხადებაში. 

ოცნების განცხადება ვრცლან ნახეთ აქ