პოლიტიკური ცეცხლი გახსნილია - "ოცნება" პრეზიდენტს სხდომათა დარბაზში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად შესვლის გამო აკრიტიკებს

15.03.22 12:57
პოლიტიკური ცეცხლი გახსნილია - "ოცნება" პრეზიდენტს სხდომათა დარბაზში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად შესვლის გამო აკრიტიკებს

პოლიტიკური ცეცხლი გახსნილია - "ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილისთვის მიძღვნილ ეპისტოლეში პრეზიდენტს  საკანონმდებლო ორგანოს დარბაზში, უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად შესვლის გამოც აკრიტიკებს. 

კობახიძე-ღარიბაშვილის გუნდისთვის ეს ფაქტიც კონსტიტუციის დარღვევაა: 

უკანასკნელ პერიოდში, პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციისა და კანონმდებლობის დარღვევის ორი უხეში პრეცედენტი დაფიქსირდა პარლამენტის მიმართაც. კერძოდ, თავდაპირველად, პრეზიდენტმა პარლამენტში მისი მისვლის თარიღი პარლამენტთან შეთანხმების გარეშე გამოაცხადა, ხოლო, მოგვიანებით, პარლამენტთან შეთანხმების გარეშე სხდომათა დარბაზის მთავარ სივრცეში შეიყვანა უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, რისი უფლებაც, კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს. როგორც ჩანს, პრეზიდენტი კარგად ხვდებოდა უხერხულობას, რომელსაც უკრაინის ხელისუფლების მიერ ელჩის გაწვევის პირობებში, ამგვარი აქტი უკავშირდებოდა და პარლამენტის თავმჯდომარეს საკუთარი განზრახვა ამ მიზეზით დაუმალა. უკრაინელი ხალხის მიმართ პატივისცემისა და სოლიდარობის გათვალისწინებით, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ელჩის მოვალეობის შემსრულებლისთვის პრეზიდენტის მიერ შექმნილი უხერხულობა აგვერიდებინა და პარლამენტის სხდომაზე მის მიმართ პატივისცემა და მხარდაჭერა სათანადოდ გამოვხატეთ"- წერს მმართველი პარტია.  

,,ოცნების" განცხადება ვრცლად ნახეთ აქ