პრეზიდენტი არის შეცდომაში შეყვანილი, გაუგებრობაში აღმოჩნდა - ღარიბაშვილი

15.03.22 13:21
პრეზიდენტი არის შეცდომაში შეყვანილი, გაუგებრობაში აღმოჩნდა - ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი "შეცდომაშია შეყვანილი". მთავრობის მეთაური, მმართველი პარტიის მსგავსად, მთავარსარდალს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს და მთავარი კანონის პატივისცემისკენ მოუწოდებს. 

ღარიბაშვილმა სამწუხარო უწოდა, ფაქტს, რომ დღეს ამ საკითხზებზე უწევს განმარტებების გაკეთება. 

"საქართველოს თითოული მოქალაქეს, უმაღლესი თანამდებობის პირებს გვევალება, პატივი ვცეთ მთავარი კანს - დავიცვათ კონსტიტუცია. როცა ამდენი პრობლემაა, სამწუხაროა, რომ იმის განმარტება გვიწევს, რაც ცხადი და ნათელია.სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტი არის შეცდომაში შეყვანილი. მინდა ვარაუდი გამოვთქვა, რომ იგი ამ გაურკვევლობაში, გაუგებრობაში აღმოჩნდა. აქვე მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ძალიან მალე ალბათ ყველაფერი გაირკვევა და ეს კითხვებიც მოიხსნება"- ანიშნა პრემიერმა.