როდესაც ზურაბიშვილიც კი მტრად გაგიხდება, ნიშნავს, რომ "ოცნება" საერთოდ ჩამოშლილია - რომან გოცირიძე
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, რომან გოცირიძე, "ქართული ოცნების" წევრების მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაპირისპირებას პირდაპირ კონფრონტაციად აფასებს. გოცირიძის თქმით, ფაქტი ადასტურებს, რომ მმართველი პარტია ჩამოშლილია.
ეს განცხადება ნიშნავს პირდაპირ კონფრონტაციას პრეზიდენტთან, ეს ნიშნავს, რომ გაუყენეს სალომე ზურაბიშვილი მარგველაშვილის გზას. როდესაც სალომე ზურაბიშვილიც კი მტრად გაგიხდება, ნიშნავს, რომ " ქართული ოცნება" საერთოდ ჩამოშლილია", - ამბობს რომან გოცირიძე.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება" პრეზიდენტ ზურაბიშვილს ღიად დაუპირისპირდა. კობახიძე-ღარიბაშვილის გუნდმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვა.