მოსახლეობის 61%-ის აზრით, მთავრობამ უკრაინას უფრო მეტად უნდა დაუჭიროს მხარი - CRRC-ის კვლევა

15.03.22 13:49
მოსახლეობის 61%-ის აზრით, მთავრობამ უკრაინას უფრო მეტად უნდა დაუჭიროს მხარი - CRRC-ის კვლევა

CRRC საქართველოს ახალი კვლევის თანახმად, მოსახლეობის 61%-ს მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ უკრაინას უფრო მეტად უნდა დაუჭიროს მხარი

გამოკითხულთა 31%-ის აზრით, მთავრობა უკრაინას საკმარისად უჭერს მხარს, მხოლოდ 2% ამბობს, რომ კიდევ უფრო ნაკლებად უნდა დაუჭიროს მხარი. 1% - აფიქსირებს პასუხს, რომ მხარი საერთოდ არ უნდა დაუჭიროს. კითხვაზე პასუხი არ იცის 4-მა პროცენტმა. გამოკითხულთა 1%-მა პასუხზე უარი განაცხადა. 

 საველე სამუშაოები 7-10 მარტს ჩატარდა, სატელეფონო გამოკითხვა  ნომრების შემთხვევითი გენერირების გზით მოხდა, შეირჩა 1 092 აბონენტი, ცდომილება – 2.96%, გამოპასუხების დონე – 24%.

CRRC საქართველოს ახალი კვლევა ნახეთ აქ