მოსახლეობის 65% მიიჩნევს, რომ საქართველო სრულად, ან ნაწილობრივ უნდა შეუერთდეს რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს - CRRC
CRRC-ის ახალი კვლევის თანახმად, მოსახლეობის 65% მიიჩნევს, რომ საქართველო სრულად, ან ნაწილობრივ უნდა შეუერთდეს რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს. 39% მიიჩნევს, რომ საქართველო ყველა დაწესებულ სანქციას უნდა შეუერთდეს, 27% კი მიიჩნევს, რომ საქართველო ზოგიერთ სანქციას უნდა შეუერთდეს. 19% კი ამბობს, რომ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან საქართველოს მიერთებას ეწინააღმდეგება.
გამოკითხულთა დიდი პროცენტული წილი, 71% – მიიჩნევს, რომ ევროკავშირის, შტატებისა და სხვა ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციები კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს.
10% დამატებითი სანქციბის საჭიროებას ვერ ხედავს, 4% შემსუბუქებას ემხრობა, 3% კი მიიჩნევს, რომ ეს სანქციები საერთოდ უნდა გაუქმდეს.
საველე სამუშაოები 7-10 მარტს ჩატარდა, სატელეფონო გამოკითხვა ნომრების შემთხვევითი გენერირების გზით მოხდა, შეირჩა 1 092 აბონენტი, ცდომილება – 2.96%, გამოპასუხების დონე – 24%.