„ოცნება" 22%, ენმ 10%, გახარიას პარტია 3%, „ლელო" 3% - CRRC-ის გამოკითხვის შედეგები
ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, ჩამოთვლილთაგან რომელ პარტიას მისცემდით ხმას? CRRC საქართველოს მიერ მოსახლეობის გამოკითხვის შედეგების პროცენტული მაჩვენებელი ასე გადანაწილდა:
- „ქართული ოცნება” – 22%;
- „ნაციონალურ მოძრაობა” – 10%;
- პარტია „საქართველოსთვის” – 3%;
- „ლელო” – 3%;
- „გირჩი – მეტი თავისუფლება” – 2%;
- „პატრიოტთა ალიანსი” – 2%;
- არცერთს/ყველას გადავხაზავდი – 16%;
- არ მივიღებდი მონაწილეობას არჩევნებში – 4%;
- არ ვიცი – 18%;
- უარი პასუხზე – 20%.
საველე სამუშაოები 7-10 მარტს ჩატარდა, სატელეფონო გამოკითხვა ნომრების შემთხვევითი გენერირების გზით მოხდა, შეირჩა 1 092 აბონენტი, ცდომილება – 2.96%, გამოპასუხების დონე – 24%.