საქართველოში გამოკითხულთა 34% მიიჩნევს, რომ რუსეთმა ომი ტერიტორიების დაპყრობის მიზნით დაიწყო - CRRC

15.03.22 14:18
საქართველოში გამოკითხულთა  34% მიიჩნევს, რომ რუსეთმა ომი ტერიტორიების დაპყრობის მიზნით დაიწყო - CRRC

CRRC-ის ახალი კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 34% მიიჩნევს, რომ რუსეთმა ომი ტერიტორიების დაპყრობის მიზნით დაიწყო. 25% მიიჩნევს, რომ მიზანი უკრაინის დაპყრობა იყო. 20% ფიქრობს, რომ მიზანი საბჭოთა კავშირის აღდგენაა, 17% დარწმუნებულია, რომ რუსეთს უკრაინის ნატოში გაწევრიანების ხელის შეშლა სურდა და ამიტომ შეიჭრა. გამოკითხულთა 7%  მიიჩნევს, რომ მიზანი რუსეთის იმპერიის აღდგენაა, ამავე რაოდენობა ამბობს, რომ ოკუპანტს უკრაინის  ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ხელის შეშლა სურს.

საველე სამუშაოები 7-10 მარტს ჩატარდა, სატელეფონო გამოკითხვა  ნომრების შემთხვევითი გენერირების გზით მოხდა, შეირჩა 1 092 აბონენტი, ცდომილება – 2.96%, გამოპასუხების დონე – 24%.

CRRC საქართველოს ახალი კვლევა ნახეთ აქ.